ენძელა მაჭავარიანი დეკანოიძეს: სანამ არ აგებთ პასუხს, თქვენი საზოგადოებაში გამოჩენა იქნება პრობლემა!

ენძელა მაჭავარიანი დეკანოიძეს: სანამ არ აგებთ პასუხს, თქვენი საზოგადოებაში გამოჩენა იქნება პრობლემა!

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია დღის წესრიგში გუშინ, ბორჯომში მომხდარი ინციდენტის საკითხის შეტანას ითხოვდა, რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ერთმანეთს სიტყვიერად "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.

ენძელა მაჭავარიანი: "ვიდრე იმათ ცემაზე თქვენ არ აგებთ პასუხს, თქვენი საზოგადოებაში გამოჩენა იქნება პრობლემა! უნდა გრცხვენოდეთ!"

ხატია დეკანიძე: ბიძინა ივანიშვილთან წადი....

ენძელა მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო, პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ!

შეგახსენებთ, საშტატო ნუსხის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ. "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუაშვილი ამტკიცებს, რომ "ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს. მოგვიანებით კი ბორჯომის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა, რომლის გამოჩენასაც ხელმეორედ დაპირისპირება მოჰყვა.

ნიკა მელიას გააცხადებით, მას "ქართული ოცნების" აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. "ქართული ოცნების" წევრები კი აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ორი თვეა მერიის თანამშრომლების სახელფასო სარგოს არ ამტკიცებს და სიტუაცია ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში დაპირისპირებამდე მიიყვანა.

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167