ილია II ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის გადმოსვენების თხოვნით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ილია II ოკუპირებული ცხინვალიდან ტატუნაშვილის გადმოსვენების თხოვნით, რუსეთის პატრიარქს მიმართავს

ოკუპირებულ ცხინვალში გაურკეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორის შეხედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენატრი გააკეთა, პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. 

"მის უწმინდესობას მოხსენდა ინფორმაცია მიმდინარე მილაპარაკებებთან დაკავშირებით. სამი დღის შეხვედრასთან დაკავშირებით. ასევე, მოთხოვნა, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული არჩილის ცხედრის ოჯახში გადმოსვენებასთან დაკავშირებით. 

მისმა აუწმიდესობამ აღუთქვა, რომ რაც მის პირად და საქაღთველოს ეკლესიის ხელთ არსებული არის ამას გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილის ცხედარი დროულად იქნას გადმოსვენებული ოაჯახში. 

შესაბამისად, უკვე პირველი დავალება მოგვცა მისმა უწმიდესობამ, რომ ოფიციალური წერილი გაიგზავნოს რუსეთის პატრიარქტის სახელზე, მისი უწმიდესობის სახელით და შემდგომში, ამას მოჰყვება სატელეფონო საუბრებიც", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მიუხედავად იმისა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დე ფატო ხელისუფლებამ 2017 წლის 22 თებერვალს გაავრცელა, მისი ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიდან ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. 

ვერც საქართველოს მთავრობა და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვერ შეძლეს დე ფაქტო ხელიუფლების დარწმუნება, გარდაცვლილი ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის მიეცათ. ამ დრომდე არავინ იცის ოფიციალურად მიზეზი, რატომ არ აძლევს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება გარდაცვლილის ოჯახს ცხედარს.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167