თბილისს მეორე სპორტის სასახლე ექნება

თბილისს მეორე სპორტის სასახლე ექნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ შენდება მეორე სპორტის სასახლე, რომელიც მაისში გაიხსნება.

სპორტის სასახლის პროექტს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომპანია „სპორტმშენსერვისი“ ახორციელებს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 17 მილიონ ლარს შეადგენს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, სასახლეში ფრენბურთის, ხელბურთის, კალათბურთის, კრივისა და სხვა სპორტული სახეობების შეჯიბრებები გაიმართება. ასევე გაიმართება 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ნაწილიც.

„ძირითადად შეიცავს ორ მთავარ დაბაზს. მთავარ დარბაზი იტებს 3600 ადამიანს, მეორე დარბაზი 800 კაცს, არის კიდევ ორი 200 კვადრატიანი დამხმარე დარბაზი, რომელიც შეიძლება შემდგომში გამოიყენოს კრივმა, ძიუდომ და სხვადასხვა სახეობებმა. თავისი ინფრასტრუქტურით აკმაყოფილებს, ყველა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მოთხოვნას“ - განაცხადა კომპანია „სპორტმშენსერვისის“ დირექტორმა, ლევან ტარყაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა, „ეკონომეტრში“.

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

აკი ბაშოს გამარჯვებულმა ჰაკუჰომ ყოველდღიური ფულადი ჯილდოების სახით 23 მილიონ იენზე მეტი მიიღო

15 საათის წინ

ფულადი ჯილდო ყოველი კონკრეტული წყვილი სუმოტორისთვის სხვადასხვაა და მისი ოდენობა სპონსორის მიერ, მისი სურვილის და კონკრეტული სუმოტორისადმი სიმპატიის მიხედვით განისაზღვრება. ჯილდო გამარჯვებულს ორთაბრძოლის დასრულებისთანვე გადაეცემა...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172