ბექა დავითულიანი: ჩვენი სახელმწიფო შეურიგებელი იქნება სამოხელეო დანაშაულებთან

ბექა დავითულიანი: ჩვენი სახელმწიფო შეურიგებელი იქნება სამოხელეო დანაშაულებთან

„ჩვენი სახელმწიფო შეურიგებელი იქნება სამოხელეო დანაშაულებთან და ზოგადად დანაშაულთან“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დაკავების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ამ საქმეებით ჩრდილი ადგება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას, რომლის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ ამ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე არ ეხებოდა მის სამსახურებრივ საქმიანობას. ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ სტატუსს, ჩვენი სახელმწიფო შეურიგებელი იქნება სამოხელეო დანაშაულებთან და ზოგადად დანაშაულთან", - განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

19 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080