ლევან დავითაშვილი: ქართული ღვინის სიძლიერე არის მრავალფეროვნება

ლევან დავითაშვილი: ქართული ღვინის სიძლიერე არის მრავალფეროვნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეფასებით, "ქართული ღვინის სიძლიერე არის მრავალფეროვნება" და ეს მრავალფეროვნება შეუწყობს ხელს საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობას.

"ჩვენ გვქონდა გეგმა, რომ 2025 წლამდე 100 მილიონ ბოთლზე გავსულიყავით. ჩვენ სწრაფი ტემპებით მივივართ. ვფიქრობ, ამას ეხმარება ცნობადობის ღონისძიებები, მათ შორის ის ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. 

ფაქტობრივად ყველა საწარმო გადაიარაღებულია, ახალი ვენახების გაშენება გვაძლევს უფრო მეტ სანედნელულო ბაზარს.

ძალიან მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების საკითხიც. ქართული ღვინის სიძლიერე არის მრავალფეროვნება, ასევე დასავლური ჯიშები, მათ შორის იმერეთში, სამეგრელოში , გურიაში მევენახეობის განვითარება, იმ ადგილებში სადაც ტრადიციულად იყო... მხოლოდ კახეთით და რამდენიმე ჯიშით რომ არ ვიყოთ წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს ინდუსტრიას და კონკურენტუნარიანები ვიქნებით", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ის უწყების ანგარიშით წარსდგა. 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080