ლევან დავითაშვილი: ვერ დაგვაჯერებთ, რომ მთავრობაზე მეტად ვინმეს შესტკივა გული მოსახლეობაზე

ლევან დავითაშვილი: ვერ დაგვაჯერებთ, რომ მთავრობაზე მეტად ვინმეს შესტკივა გული მოსახლეობაზე

"ვერ დაგვაჯერებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდზე მეტად ვინმეს შესტკივა გული", - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე ფაროსანას პრობლემასთან დაკავშირებით განაცხდა.

მისი თქმით, ფაროსანასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციები მიმდინარეობს, რაც მოსახლეობაში აჩენს უიმედობას, რომ ამ პრობლემას არაფერი ეშველება. 

"მოდით ეს თემა გადავიტანოთ საქმიან ნაწილში, მოვაცილოთ მას ყველაფერი ზედმეტი. როდესაც ვამბობდი, რომ ზედმეტი პოლიტიზირება თემას ავნებს, ვგულისხმობდი იმას, რომ ჩვენ თემის ასეთი ტიპის კომუნიკაციით ვნერგავთ მოსახლეობაში უიმედობას, რომ აზიურ ფაროსანას არ ეშველება. 

პირიქით, ჩვენი კომუნიკაცია იმისკენ არის მიმართული, რომ მოსახლეობას გავუჩინოთ იმედი. ფერმერი თუ ჩაატარებს სწორ აგროტექნოლოგიურ ღონისძიებებს, იქნება ნორმალური ინტეგრირებუი მენეჯმენტი, ამ პრობლემას მოვერევით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

4 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080