ლევან დავითაშვილი: ფაროსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოსახლეობაში უიმედობას ნერგავს

ლევან დავითაშვილი: ფაროსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები მოსახლეობაში უიმედობას ნერგავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფაროსანასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს, რაც მოსახლეობაში უიმედობას აჩენს.

მინისტრი აქვე ირწმუნება, რომ აზიური ფაროსანა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მთავრობამ 2017 წელს შესაბამისი ღონისძიებებიც გაატარა. 

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაფიქსირებ, რომ აზიური ფაროსანა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ეს მავნებელი არსებობს. 

ვფიქრობ, სპეკულაცია იმაზე, რომ ეს არის მწერი , რა ტიპის გამოწვევაა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაერთხელ მაქვს დაფიქსირებული, თუ რატიპის გამოწვევა გვაქვს აზიურ ფაროანასთან დაკავშირებით. 

სამინისტრომ 2017 წელს ჩაარებული კამპანიის შედეგად მოსახლეობას ივაწოდეთ ინფორმაცია ამ პრობლემის შესახებ და შევძელით, რომ მოსახლეობას ეს გაეთავისებინა. 

როდესაც ჩემს მიერ იყო გაცხადებული, რომ სამწუხაროდ ეს საკითხი პოლიტიზირებულია თქო, განვმარტავ რას ვგულისხმობ. ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც უკავშირდება ფაროსანასთან დაკავშირებულ ბრძოლის ღონისძიებებს, სახელმწიფოს სტრატეგიებს თუ მიდგომებს, ვფიქრობ მოსახლეობას ავნებს და ამაზე იყო საუბარი ეს არ უნდა იყოს პოპულიზმის საგანი, თორემ ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ პოპულიზმით ხშირ შემთხვევაში ვნერგავთ უიმედობას მოსახლეობაში.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს ღონისძიებები და ატარებს, ამისთვის გაიზარდა სოფლის მეურნეობისთვის დაფინანსება, რათა ფიტო-სანიტარული სამსახურის შესაძლებლობები გაზრდილიყო, ჩვენ უკეთესი კომუნიკაცია მოვახდინოთ მოსახლეობასთან,  შეიქმნა სამთავრობო კომისია", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. 

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

გიორგი კვირიკაშვილი: წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი

11 საათის წინ

"წესიერ ხალხთან ერთად ვმუშაობდი, ეს მინდა ვთქვა, მეტ კომენტარს არ გავაკეთბ",- განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ  დასმული სხვა   შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. "რუსთავი 2"-ის  მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზებაზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172