პატრიარქი: მართლმადიდებელი ეკლესია რომ არა, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია

პატრიარქი: მართლმადიდებელი ეკლესია რომ არა, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისა ვერ მოერევიან მას. დიდება უფალს, რომ მოგვცა ჩვენ ეს უდიდესი საუნჯე - მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესია რომ არ ყოფილიყო, რა იქნებოდა საქართველო, ძნელი წარმოსადგენია.

ჩვენი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა და ამ ეკლესიამ გადაარჩინა ქართული სარწმუნოება, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ქართული კულტურა, ქართული ენა, დამწერლობა და ჩვენ დღეს მადლობას ვწირავთ უფალს. ამ დღეს გადაწყდა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და პატრიარქის წოდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მართლმადიდებელი სარწმუნოება იყოს ჩვენი გზამკვლევი, ჩვენი გადამრჩენი", - ბრძანა პატრიარქმა.

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

სინოდი: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება საქართველოში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის, რაც მიუღებელია

9 საათის წინ

"როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ნარკოტიკული ნივთიერების მარიხუანას (კანაფის) 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების თაობაზე. რაც ფაქტიურად ამ ნარკოტიკის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167