მეუფე იაკობი: შორენა გველის შხამს კი  არა, ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა და არა სასულიერო პირს

მეუფე იაკობი: შორენა გველის შხამს კი არა, ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა და არა სასულიერო პირს

„უწმინდესთან ხმას არ ვიღებდი ამათ საქციელზე საერთოდ. თუმცა, გული მწყდებოდა... ჯერ კაცი უნდა იყო, სასულიერო პირი რომ იყო, ან დაცვაში რომ მუშაობდე ან ეპისკოპოსი რომ იყო. მარტივად გეტყვით, თუ კაცობა არ გაქვს ვერაფერს ვერ იზამ“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე საპატრიარქოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. დახურული სხდომის აუდიო ჩანაწერს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

მეუფე იაკობი შორენა თეთრუაშვილზეც საუბრობს.

„შორენა [თეთრუაშვილი] რამდენი წელია პატრიარქის ირგვლივ არის. ქვეყანა მომსვლელია, რამდენი ვიზიტია პატრიარქთან. მაგას ხშირად შორენა აგვარებს ხოლმე. სასულიერო პირს რატომ სთხოვდა?! გველის შხამი კი არა ატომური ბომბიც რომ დასჭირვებოდა სხვას სთხოვდა. ნუთუ ნაცნობები არ ჰყავდა, რომ სასულიერო პირს არ სთხოვოს?! - თქვა მეუფე იაკობმა.

მანვე სასამართლოს იმის შესახებაც უამბო რამდენად მართალია ინფორმაცია იმაზე, რომ მეუფე იაკობმა აკრძალა დეკანოზ გიორგი მამალაძეს მიეღო ზიარება.

„მამა გიორგისთან შესვლა არავისთვის არ დამიშლია. ერთი მღვდელი მაინც მომიყვანონ, თუმცა მესმოდა ხოლმე რომ მეუფე არ უშვებდაო. ასეთი შემთხვევა არ მქონია. მღვდლებს ვუთხარი, სანამ მეუფე დიმიტრი გადაწყვეტილებას არ მიიღებს მაგის შესახებ მოერიდეთ მაგის ზიარებას. ამის შემდეგ არასწორად გაჟღერდა. ამაზე საპატრიარქომ განცხადება გააკეთა. მეუფე დიმიტრის ეპარქიიდან გაკეთდა განცხადება, სადაც იმედს გამოთქვამდნენ, რომ მამა გაიორგი გამართლდება, ხოლო ჩემი საქციელი შეფასებული იქნა, როგორც დიდი დარღვევები. მეორე დღეს საპატრიარქომ პასუხი გასცა. თვითნ პატრიარქმა ჩაასწორა ტექსტი და ის ტექსტი იყო დადებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ საპატრიარქოს ჩემთან მიმართებაში... შემეძლო თუ არა ეს გამეკეთებინა. სინოდზეც რომ გამოიტანონ ეგ საკითხი აბსოლუტურად სწორად გავაკეთე მე“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

16 საათის წინ

როგორც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "აიპრესს" განუცხადეს, გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.  ცნობისთვის, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი რამდენიმე წუთში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167