მეუფე იაკობი: გომელაურსაც ვიცნობ და მის მოადგილესაც, ეს არ ნიშნავს რომ ინფორმაციები მაწოდონ

მეუფე იაკობი: გომელაურსაც ვიცნობ და მის მოადგილესაც, ეს არ ნიშნავს რომ ინფორმაციები მაწოდონ

"სოსო [ოხანაშვილი] ბოლო წლები, რომ დამინახავდა იმალებოდა. თუ არა გამარჯობას არ მეუბნებოდა. ეგ იმიტომ, რომ რაღაცებს რომ ხლართავდა, იცოდა რომ ვიცოდი და ეტყობა სინდისი კიდე შემორჩენილი ჰქონდა და ვერ მხედავდა“, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა „ციანიდის საქმეზე“ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე განაცხადა. დახურული სასამართლო პროცესის აუდიო ჩანაწერს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ჩანაწერში მაუფე იაკობი ხელისუფლებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან მის ურთიერთობებზეც საუბრობს.

„წინა მთავრობის პირობებშიც მე მქონდა ურთიერთობა ყველა ძალოვანთან. ასე ინება უწმინდესმა. ახლა მოადგილეზე იტყვიან... ვიცნობ მოადგილესაც, გომელაურსაც, მთავრობაში ბევრს ვიცნობ და მთავრობის გარეთაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ინფორმაციები უნდა მაწოდონ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდში დის დაჭრაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

16 საათის წინ

როგორც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "აიპრესს" განუცხადეს, გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.  ცნობისთვის, დადიანების ეზოში ძმამ და დანით 19 ივნისს დაჭრა. სამართალდამცავებმა მამაკაცი რამდენიმე წუთში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167