დავით სერგეენკო: სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს

დავით სერგეენკო: სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩუთყვავილას ინფექციით გარდაცვლილი თბილისის №56 ბაღის აღსაზრდელის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, რამდენიმე დღეში დასრულდება მოკვლევა და სპეციალისტებს შეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხროდ, ამ შემთხვევაში ჩუთყვავილას შედარებით იშვიათი, მაგრამ რთული ფორმაა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი პატარას ოჯახს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ბაღის დირექტორის გაცხადებით, მსგავსი ინფექცია სხვა აღსაზრდელებსაც აქვთ, თუმცა მსუბუქ ფორმებში.

№56 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია და მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. 

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან "რუსთავის ფოლადისთვის" შეღავათიან ტარიფზე

08 ივნისი, 2018

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კონკურენციისგან  ქვეყნის ფოლადის მწარმოებლების დაცვის მიზნით, ფოლადის პროდუქციის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა. ამ  ტარიფმა საქართველოს მწარმოებლებზე ნეგატიურად იმოქმედა არაერთი მიმართულებით. რუსთავის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167