ოდიშარია: თითოეული მეწარმე ვისაც შეეხება რეფორმა, დამატებით სამუშაო ადგილი შექმნის

ოდიშარია: თითოეული მეწარმე ვისაც შეეხება რეფორმა, დამატებით სამუშაო ადგილი შექმნის

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ოდიშარია პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის  და ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ გაჟღერებული რეფორმების ახალ ტალღას შთამბეჭდავს უწოდებს.

ოდიაშარიას თქმით, აღნიშნული რეფორმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი ტენდენციის ხელშემწყობია.

"ის შეეხება ჩვენი ქვეყნის ათეულ-ათასობით თანამოქალაქეს, რომელიც ქმნის დოვლათს, არის დასაქმებული და აძლევს საშუალებას სხვა ჩვენს თანამოქალაქეებს ასევე იყვნენ დასაქმებულნი და უზრუნველყონ საკუთარი ოჯახების ღირსეული ყოფა. ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის მთავარ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევად რჩება საშუალო ფენის წარმოქმნა , განმტკიცება და გაფართოება.

აღნიშნული რეფორმა სწორედ ამ მნიშვნელოვანი ტენდენციის ხელშემწყობია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მეწარმე, ვისაც შეეხება ეს რეფორმა უზრუნველყოფს დამატებით რამდენიმე სამუშაო ადგილი შექმნას, რაც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნისათვის და რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაცხადებული საზრუნავია"- განაცხადა ოდიშარიამ.
 

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080