სოფიო ქაცარავა სოფიაში, „საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

სოფიო ქაცარავა სოფიაში, „საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაში, ბულგარეთში, „საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ“ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მაღალი რანგის წარმომადგენლები კონფერენციაზე ევროკავშირის პრიორიტეტებზე და სტრატეგიაზე, შავი ზღვის რეგიონის როლზე, ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ პერსპექტივაზე და მათ სტრატეგიულ კავშირებზე იმსჯელებენ ენერგეტიკისა და სატრანსპორტო მიმართულებით. 

კონფერენციის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯემა გროზდანოვასთან, თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელთან კონსტანტინ პოპოვთან, ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველო კომიტეტის თავმჯდომარესთან კრისტიან ვიგენინთან ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეკატერინა ზაჰარიევასთან და ევროპარლამენტარებთან.

„ბულგარეთის დედაქალაქში, ჩემი კოლეგის ჯემა გროზდანოვას მოწვევით მივემგზავრები. ვიზიტის მიზანია ბულგარეთთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება და კავშირების გამყარება, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასთან. იმის გათვალიწინებით, რომ საქართველო რეფორმები გზით, ეტაპობრივად ევროკავშირის ინსტიტუტებს უახლოვდება სწორედ, ამასთან დაკავშირებულ თემებს განვიხილავ სოფიაში გამართული შეხვედრებისას“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

კობახიძე: მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობამ შახტაზე სწორი პოზიციები არ გაგვატარბინა

16 ივლისი, 2018

"ეს ტრაგიკული შემთხვევა, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, კონკრეტული ზომებია მისაღები, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში მომხდარ...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072