წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

  • iRegions.Ge
  • 14 თებერვალი, 2018
  • 20:02
  • ადმინისტრატორი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარე სოციალურმა საწარმომ „ცოდნის კაფე“ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა.

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი დახვდათ. 

სტუმრებმა შეკრებილ საზოგადოებასთან საკუთარი სიყვარულის ისტორიებზე ისაუბრეს და დიდ ეკრანზე მათი ახალგაზრდობის ფოტოებით აწყობილი სლაიდშოუც იხილეს. ერთ-ერთ სტუმარს, გოგია ძამიაშვილს, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდა „ცოდნის კაფეში“ დაბადების დღეც აღუნიშნეს და საჩუქრები გადასცეს. 

„ხანდაზმული ადამიანები ძირითადად სულ სახლში არიან, ჩვენი დღევანდელი აქტივობა მათი სახლიდან გამოყვანის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა იყო. იმის შეხსენებაა, რომ გვახსოვს და საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან“ - აღნიშნა „ცოდნის კაფეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა ბაგალიშვილმა.

ქუთაისში, პერფორმანსს

ქუთაისში, პერფორმანსს "ცისფერყანწელთა ქუთაისი" გიორგი ჭიღვარია და გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ

26 მაისი, 2018

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პერფომანსით გაგრძელდა. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახში“ თეატრალიზებული სანახაობა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237