ხულოში კურორტ გოდერძზე და 9 სოფელთან  გადაადგილება შეფერხებულია

ხულოში კურორტ გოდერძზე და 9 სოფელთან გადაადგილება შეფერხებულია

  • iRegions.Ge
  • 14 თებერვალი, 2018
  • 18:20
  • ადმინისტრატორი

ხულოში კურორტ გოდერძთნ და 9 სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა მეორე დღეა შეფერხებულია. მიზეზი ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესია, ბათუმი ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის 92 კილომეტრზე სოფელ დიოკნისთან მეწყრული პროცესები გუშინ დილით განვითარდა. ჩამოსულმა მიწის მასამ ცენტრალური მაგისტრალი მთლიანად ჩახერგა. რამაც გურორტ გოდერძთან და 9 სოფელთან გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში „აიპრესს“ განუცხადეს მოქალაქეებს გადაადგილება სოფელ ბეღლეთის შემოვლითი გზით შეუძლიათ, თუმცა აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მხოლოდმაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მერის მოადგილის ლაშა ბოლქვაძის განცხადებით აღნიშნულ ტერიტორიაზე ტექნიკა დილიდან მუშაობს და დაახლოებით 2 საათში შესაძლოა გზა გაიხსნას.

„მეწყერული პროცესები ბათუმი ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ დილის საათებში განვითარდა , დღის განმავლობაში მოიმატა მეწყრულმა პროცესებმა რამაც გამოიწვია ხულო გოდერძთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის პარალიზება. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ იქნა შესაბამისი სპეციალისტები რომლებმაც ადგილზედაათვალიერეს არსებული მდგომარეობა და ფაქტიურად გუშინვე დაიწყო სამუშაოები გზის გაყვანასთნ დაკავშირებით. ფაქტიურად მოძრაობა პარალიზებული იყო თუმცა არსებობდა ალტერნატიული გზა სოფელ ბეღლეთის გავლით სადაც მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეუძლიათ გადაადგილება. გამომდინარე იქედან, რომ არ მომხდარიყო იგივე გოდერძზე მიმავალი სტუმრების მოძრაობის შეფერხება ალტერნატიულ გზაზე დაიდგა შესაბამისი ნიშნულები კურორტ გოდერძის აღმნიშვნელი ნიშნულებით. რაცს შეეხება არსებულ მდგომარეობას დილის 8 საათიდან მუშაობდა ადგილზე მძიმე ტექნიკა, მოგეხსენებათ რომ აღნიშნულლი გზის მოვლა ექსპლუატაციას შეპესე „იბერია ჯი“ ტენდერში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანიაა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2 საათის განმავლობაში სრულად უნდა იქნეს აღდგენილი იქ მოძრაობა და გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისათვის უნდა იყოს შესაძლებელი.“ განაცხადა აიპრესთნ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძემ.

თემები:
ქუთაისში, პერფორმანსს

ქუთაისში, პერფორმანსს "ცისფერყანწელთა ქუთაისი" გიორგი ჭიღვარია და გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ

23 საათის წინ

პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პერფომანსით გაგრძელდა. სამეფო კომპლექს „ოქროს ჩარდახში“ თეატრალიზებული სანახაობა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237