ვარდისუბანში მდებარე თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ვარდისუბანში მდებარე თეთრი გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე VI-VII საუკუნეების თეთრი გიორგის სახელობის (დეკანოზური) ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ეკლესია აშენებულია VI-VII საუკუნეებში. ეკლესია დეკანოზური კომპლექსია, რომელიც მოიცავს წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიის ნანგრევს და გალავანს. 

"წმ. გიორგის ეკლესია (20×12.2 მ) სამეკლესიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონქის სატრიუმფო თაღში და სარკმელში გამოყენებულია შირიმი. მოგვიანებით გადაკეთებისას ნახმარია აგური. გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ტაძარი განახლებულია XVI საუკუნეში. განახლებისას ნახმარია აგური. ცენტრალური ეკლესია სიმაღლეში ორნახევარჯერ აღემატება სიგანეს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის შირიმით გამოყვანილი კონქი მხრებზე გადასულ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. აბსიდის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელი იყო გაჭრილი." - აცხადებენ სააგენტოში.

მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მაყურებელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მაყურებელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

1 საათის წინ

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove". ერთსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237