პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პუტინსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, პეტრო პოროშენკომ 12 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Зеркало недели წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო "უკრაინელი მძევლების გათავისუფლების საკითხს. კერძოდ, ტყვედ აყვანილი მესაზღვრეების გაცვლას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი ჯარისკაცების გათავისუფლებას".

გამოცემის წყაროს ცნობით, მხარეებმა ასევე მიუნხენში 16 თებერვალს დაგეგმილი „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგი განიხილეს. სატელეფონო საუბარი ევროპელ პარტნიორებთან "ნორმანდიულ ფორმატში" და ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციაში შედგა“.

მოსკოვმა ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო დროს, პუტინმა და პოროშენკომ ივლისის ბოლოს "ნორმანდიულ ოთხეულთან" ერთად ისაუბრეს, ანუ საფრანგეთისა და გერმანიის, ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის ლიდერების მონაწილეობით. საუბრისას პოროშენკომ განაცხადა, რომ "2017 წელს ივლისის ბოლო დღეები უკრაინისთვის ყველაზე სისხლიანი იყო".

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

14 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237