გოცირიძე კაკულიას: საზმაუზე სუს-ის მიერ დაწერილი კანონი წარადგინეთ

გოცირიძე კაკულიას: საზმაუზე სუს-ის მიერ დაწერილი კანონი წარადგინეთ

"კანონპროექტი, რომელიც იყო წარმოდგენილი რამდენიმე დეპუტატს არ მოგწონთ ხო?! იცით თუ არა, რომ ამ კანონპროექტის ავტორი ბრძანდებით თქვენ. თქვენ კი არ დაგიწერიათ, დაწერა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და მთავრობამაც კი არ შემოგვთავაზა. მაუწყებელი გაიძულებთ, რომ ინიციატორი ყოფილიყავით. ეს არის სასაცილო, სუს-ის მიერ დაწერილი კანონი წარადგინეთ თქვენ და მერე არ ხართ წინააღმდეგი ამ კანონპროექტის", - ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირძემ.

ამაზე კაკულიამ გოცირიძეს ასეთი პასუხი გასცა: "სუს-თან თქვენი გამოცდილება გალაოპარაკებთ ეტყობა თქვენი მმართველობის დროს". 

გოცირიძემ კი კომიტეტის სხდომაზე ასეთი შეფასება გააკეთა:

"უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, "მომწონს, ის რომ რეკლამა არ უნდა გადოდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მაგრამ არ მოწონთ სხვა რაღაცა, მაგალითად მოტივირებული შენიშვნების ის ნაწილი, რომელიც შესყიდვებს ეხება. რადგან ერთი მომწონს და მეორე არა, ამიტომ მხარს დავუჭერ ვეტოს დაძლევას". ირიბი გამოძრომის მოდელი შევამჩნიე კომიტეტის წევრებშიც კი. თუ ვინმეს რაღაცა არ მოსწონს ეს კანონი მივიღოთ ამ ფორმით, ანუ გავითვალისწონოთ პრეზიდენტის ვეტო და შემდეგ გავაკეთოთ ცვლილებები. მე მაგალითად არ მომწონს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს დაფინანსება მშპ-ს 0.14%-ით, ამის მიუხედავად ამ ვეტოს დაძლევას არ მივცემ ხმას. 2%-იანი რეიტინგი აქვს საზმაუს და 50 მილიონს ხარჯავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237