ირაკლი კობახიძე: მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი ივნისის ბოლომდე იქნება მიღებული

ირაკლი კობახიძე: მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი ივნისის ბოლომდე იქნება მიღებული

"გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით, სპეციალური კომისია შეიქმნას.

"ახალი კონსტიტუცია, ახალი რედაქცია ამოქმედდება, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან, მას შემდეგ, რაც ფიცს დადებს ახალი პრეზიდენტი. შესაბამისად, ჩვენ მანამდე გვესაჭიროება კანონმდებლობის ჰარმონიზაცია კონსტიტუციასთან და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონპროექტი, რომელიც უნდა მომზადდეს და რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენ, რეალურად, ივნისის ბოლომდე, იქნება სწორედ მიწასთან დაკავშირებული კანონპროექტი. ამასთან დაკავშირებით შეიქმნება, ზოგადად, ჰარმონიზაციის კომისია. ასევე, შეიძლება შეიქმნას სპეციალური კომისია მიწის კანონპროექტთან დაკავშირებით და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განვიხილავთ ამ კანონპროექტს და მივიღებთ ისეთ კანონმდებლობას, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს საქართველოში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების ინტერესებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237