ირაკლი კობახიძე: აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი

ირაკლი კობახიძე: აშშ-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი

„ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს“,- ასე აფასებს აშშ-ში ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

„მყარ მხარდაჭერაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც შედგა ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა ჩვენ შეხვედრა სენატორებთან, კონგრესმენებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, სხვა მხარდამჭერებთან ჩვენი ქვეყნის ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის ძალიან მყარი, არის ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება იმ ცვლილებების და რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდება საქართველოში და ეს იძლევა ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. 2017 წელი იყო, ნამდვილად, შესანიშნავი წელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით და ასეთი ტემპით გვინდა გავაგრძელოთ მუშაობა“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237