ისრაელის პრემიერი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

ისრაელის პრემიერი ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს

ანტიკორუფციულ გამოძიებას, რომელსაც ადგილობრივი პოლიცია ჩემს წინააღმდეგ ახორციელებს, არავითარი საფუძველი არ გააჩნია,-ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა,-ინფორმაციას გამოცემა Haaretz ავრცელებს.

მისი შეფასებით, ქრთამისა და თაღლითობის ორი ეპიზოდის თაობაზე არსებული ბრალდებები, რომელიც პოლიციამ წარმოადგინა, "მიკერძოებული და გადაჭარბებულია".

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ მისი მმართველი კოალიცია სტაბილურია და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოსალოდნელი არ არის. პირველი შემთხვევა, სახელწოდებით "საქმე 1000", პრემიერმინისტრის მიერ ბიზნესმენთა წარმომადგენლებისგან სავარაუდოდ ძვირადღირებული საჩუქრების მიღებას ეხება.

მეორე - "საქმე 2000" - ნეთანიაჰუს სავარაუდო მცდელობას უკავშირდება, რომ გამოცემა მფლობელს, რომ თავისი საქმიანობის პოზიტიურ ჭრილში გაშუქება დაავალა.

თავად ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, პოლიციას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელია 2009 წლიდან. მანამდე ის  ქვეყნის პრემიერმინისტრი იყო 1996 წლიდან 1999 წლამდე.

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

17 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237