სააკაშვილმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

სააკაშვილმა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, სარჩელი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის (SMS) და სასაზღვრო სამსახურის წინააღმდეგ შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის საოლქო ადმინისტრაციული სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილი ითხოვს, რომ სასამართლომ აღნიშნული უწყებების მიერ ამა წლის 12 თებერვალს განხორციელებული ქმედებები უკანონოდ მიიჩნიოს.

განცხადების თანახმად, სააკაშვილი სასამართლოს მეშვეობით, მოითხოვს, რომ უკრაინის საიმიმიგრაციო სამოქალაქო სამსახურმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს.

12 თებერვალს, უკრაინის უშიშროების სამსახურმა უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით დააკავა. იგი აეროპორტში გადაიყვანეს და ჩარტერული რეისით პოლონეთში დააბრუნეს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. თავად სააკაშვილი თავისუფლებაზე რჩება. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, სადაც მოკავშირეებთან შეხვედრები გამართა. ამის მერე კი, მთელი უკრაინის მასშტაბით, ტურნე გამოაცხადა. 

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

14 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237