სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს დაარწმუნოს ასადი, ოპოზიციასთან კონფლიქტი შეყვიტოს

სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ რუსეთს დაარწმუნოს ასადი, ოპოზიციასთან კონფლიქტი შეყვიტოს

შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, ოფიციალური დამასკო დაარწმუნოს, რომ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ქუვეითში ვიზიტისას ტელეარხ Al Hurra-სთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, დაარწმუნოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმი, რომ ოპოზიციური ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები შეწყვიტოს. ისინი ცეცხლის შეწყვეტასა და სტაბილიზაციაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მათ უნდა შექმნან პირობები სირიაში არსებული ვითარების მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - განაცხადა ტილერსონმა.

მან ასევე ირანს სირიაში, იემენში, ლიბანსა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა დააკისრა. მისი თქმით, ამ ქვეყნებში ირანი "მოქალაქეების სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს". "ჩვენ ვთხოვთ ირანს, დატოვოს [ეს ქვეყნები] და გაიყვანოს ჯარები, ეს სწორი გზა იქნება მათი მომავლისთვის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მანამდე, აშშ-ს დაზვერვის დირექტორმა დენ კოუტსმა აღიარა, რომ სირიის ოპოზიცია პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ვერ შეძლებს. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი და ირანი სირიაში "დიდი ხნის განმავლობაში" დარჩენას გეგმავენ, რის გამოც ისინი თავიანთი სამხედრო ბაზების განთავსებას და ნავთობისა და გაზის კონტრაქტების გაყიდვას აპირებენ.

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

16 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237