„ზესტაფონი“: სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება არავის აქვს

„ზესტაფონი“: სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება არავის აქვს

  • სპორტი
  • 14 თებერვალი, 2018
  • 13:36
  • მაგდა კლდიაშვილი

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით ქართულ ფეხბურთს დაუბრუნდა.

იმერული კლუბის წერილის საფუძველზე, დღეს აღმასკომმა იმსჯელა და კლუბი, გამონაკლისის სახით, რეგიონალურ ლიგაში, მეორმოცე გუნდად ითამაშებს, რადგან, იქ „ლოკომოტივი 2“-მა ასპარეზობაზე უარი განაცხადა.

კმაყოფილები არიან თუ არა აღმასკომის ამ გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“ და ფიქრობენ თუ არა, რომ სამართლიანობა აღდგა, „აიპრესი“ კლუბის პრესსამსახურის უფროსს, სერგო ფუტკარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღმასკომის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, რადგან მისი წევრები ვერ დაუჭერდნენ მხარს და ვერ დაუშვებდნენ იმას, რომ ახალგაზრდა თაობა გარიყულიყო ფეხბურთიდან და ადგილობრივი ქომაგიც დარჩენილიყო ფეხბურთის გარეშე. შესაბამისად, აღმასკომის წევრების ეს გადაწყვეტილება იმერული კლუბის კმაყოფილებას იწვევს, თუმცა იქ მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა არ აღმდგარა.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. კონკრეტული გუნდის, 2000 წელს დაბადებული ჭაბუკების ფეხბურთიდან გარიყვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღო აღმასკომმა. გაითვალისწინა კონკრეტული გუნდის ინტერესები და ეს რა თქმა უნდა, კარგია. ამ თაობის დაკარგვა, ტრაგედია იქნებოდა. ვფიქრობ, ტრაგედიის ხელშეწყობა სულც არ იქნებოდა აღმასკომის წევრების ინტერესებში. რაც შეეხება თავად კლუბის გარშემო შექმნილ ვითარებას, რასაკვირველია, სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება, არც პირადად მე, არც კლუბის სხვა წევრებსა და გულშემატკივარს, არ აქვს. იმდენად, რამდენადაც სამართლიანობის აღდგენა სხვა რამეს გულისხმობდა და გულისხმობს. სამართლიანობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ შემდგომშიც. თუმცა, ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ნამდვილად არ შეიძლება დადებითად არ შეფასდეს. აუცილებელი მინიმუმი, რომელიც მისაღწევი იყო იმისთვის, რომ კლუბს ელემენტარულად ფუნქციონირება გაეგრძელებინა. კონკრეტული თაობა, ნიჭიერი და წარმოჩენილი, რომელიც შარშან, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა, არ დაკარგულიყო და გარიყულიყო ფეხბურთიდან.

- სამართლიანობის აღდგენა და ბრძოლის გაგრძელება ნიშნავს თუ არა იმას, რომ რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობასთან ერთად, ძირითადი გუნდის უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებთ?

- ჩვენ მოხსნილები ვართ აბსოლუტურად უსამართლოთ. ესაა ჩვენი პოზიცია. მიგვაჩნია და მიგვაჩნდა, რომ „ზესტაფონის“ ადგილი იყო კონკრეტულად იქ, საიდანაც გაგვაგდეს უსამართლოდ. სამართლებრივი მეთოდებით ბრძოლას ვერავინ შეგვიშლის და დაგვიშლის. ეს არის მკვეთი პოზიცია.
 

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

პარლამენტთან ძიუდოისტების აქცია დასრულდა

31 წუთის წინ

უკვე 25-ე დღეა, რაც ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. პარლამენტის შენობასთან, გარდა ძიუდოისტებისა, მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. პარლამენტთან შეკრებილი ძიუდოისტები იმ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237