ბათუმში "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსში 10-მდე ბინა გაძარცვეს

ბათუმში "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსში 10-მდე ბინა გაძარცვეს

ადგილობრივებმა ისინი ბოლო დღეების განმავლობაში აივანზე შენიშნეს და სამართალდამცავები გამოიძახეს. ერთ-ერთი დაზარებული აცხადებს, რომ მისი ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთებია წაღებული, თავად კი შემთხვევის დროს ბინაში არ იმყოფებოდა. 

"ჩემი ბინიდან ინტერნეტის მოდემი წაიღეს და ვერცხლის დანაჩანგლებზე მისვლამდე ყველაფერი. მოხსნილი იყო გამათბობელი, თუმცა წაღება ვერ მოასწრეს. ამ დროს ბინა დაკეტილი იყო და ჩვენ სახლში დილით დავბრუნდით. გასაქურდად ბინაში შემოსვლა წუხელაც სცადეს აივნიდან, თუმცა შევნიშნეთ და კივილზე გაიქცნენ. როგორც დილით გავიგეთ გვერდით ბინები გაუქურდავთ." - განუცხადა აიპრესს ნატა ზოიძემ. 

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები "მაგნოლიას" საცოვრებელ კორპუსში ამ დრომდე მიმდინარეობს.

სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

სატყეო-სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

3 საათის წინ

გზების რეაბილიტაცია ხელს შეწუყობს ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237