სოფიო ხუნწარია: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვითანამშრომლებთ

სოფიო ხუნწარია: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვითანამშრომლებთ

"აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვითანამშრომლებთ",- ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები ესწრებოდნენ.

"ეს ის საკითხია, სადაც, ალბათ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ბუნებრივია, პრობლემის მოგვარებაში ოპოზიციაც ჩართული იქნება.

პრობლემა რეალურად მართლაც არსებობს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის არა ფინანსური, რადგან ბიუჯეტში გათვალისწინებულია მომლოდინე რეჟიმში მყოფი ბენეფიციარების დაფინანსება, არამედ პრობლემაა მიმწოდებლის, რომელსაც ფიზიკურად არ აქვს ადგილი ბენეფიციარები მიიღოს.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2015 წლიდან პროგრამული ნაწილი 7-ჯერ არის გაზრდილი დაფინანსება და დღეს ჩვენ 787 ბენეფიციარს ვემსახურებით. პრობლემა ასევე დგას იმაში, რომ რეგიონებიდან დიდი ნაკადი ჩამოდის, რადგან რეგიონებში არ არის მუნიციპალური დაფინანსება და შესაბამისად, ბენეფიციარების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება.

ჩვენ აბსოლუტურად კონსტრუქციულ რეჟიმში გადავალთ და ვითანამშრომლებთ ოპოზიციასთან. იქეთ კვირიდან იწყება განხილვების პერიოდი",- განაცხადა ხუნწარიამ.

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

1 საათის წინ

"თბილისში მომადლებულად გვაქვს საქართველოს უცხოელ მეგობარ პოლიტიკოსთა ძეგლები და თუ ისტორიულ სამართლიანობას ვიცავთ - ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას!", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237