კობახიძე: ყველა, ვინც "ვარკეთილის'' მეტროში სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი იყო, გათავისუფლდება

კობახიძე: ყველა, ვინც "ვარკეთილის'' მეტროში სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელი იყო, გათავისუფლდება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დატოვებს თუ არა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად კი ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნუგზარ ჭეიშვილი თანამდებობას, სატრანსპორტო კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი მამუკა კობახიძე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა იგი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ თანამდებობას ყველა ის პირი დატოვებს, ვისაც მეტრო „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გადაცდენა აქვს.

"როგორც მოგეხსენებათ, ვარკეთილის მეტროში, ქვედა ვესტიბიულში ჭერი ჩამოინგრა. აღნიშნული საპროექტო სამუშაოები დაუკვეთა და მიიღო თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ. ფაქტი ერთია, იყო ხარვეზები როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო დონეზე. რა ეტაპზე დაუშვეს ხარვეზები, ამაზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგს ისინი ადებენ. თუმცა, მანამდე თუ რომელიმე თანამშრომელს გადაცდენა ჰქონდა სამშენებლო ან საპროექტო სამუშაოებთან, თანამდებობიდან ყველა გათავისუფლდება.

ვინც პასუხისმგებელი იყო აღნიშნული სამუშაოების წარმოებაზე, ან მიღება-ჩაბარებაზე, სამსახურს ყველა დატოვებს. გვარ-სახელებზე და რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა და მიიღო სატრანსპორტო კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხადა ტენდერი და მიიღო სატრანსპორტო კომპანიამ, შესაბამისად, თუ სადმე ხარვეზი იყო დაშვებული, სატრანსპორტო კომპანია იყო პასუხისმგებელი",- განაცხადა მამუკა კობახიძემ. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრნასპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს მამუკა კობახიძეს, იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება დაავალა, რომლებიც მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

1 საათის წინ

"თბილისში მომადლებულად გვაქვს საქართველოს უცხოელ მეგობარ პოლიტიკოსთა ძეგლები და თუ ისტორიულ სამართლიანობას ვიცავთ - ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას!", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237