ციხეში, საკნის საპირფარეშოში მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა

ციხეში, საკნის საპირფარეშოში მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა

"ციხეში, ერთმა მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა",- ინფორმაციას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ავრცალებს.

"მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება. რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მსჯავრდებული ჩ.ნ. საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს",- ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

ზვიად კვაჭანტირაძე: "ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას"

1 საათის წინ

"თბილისში მომადლებულად გვაქვს საქართველოს უცხოელ მეგობარ პოლიტიკოსთა ძეგლები და თუ ისტორიულ სამართლიანობას ვიცავთ - ნამდვილად ეკუთვნის ერთი ძეგლი ნოე ჟორდანიას!", - წერს ზვიად კვაჭანტირაძე. 

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237