მერიამ საკრებულოს დაახლოებით 35 მილიონი ლარით ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა

მერიამ საკრებულოს დაახლოებით 35 მილიონი ლარით ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა

თბილისის მერიამ საკრებულოს დაახლოებით 35 მილიონი ლარით ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, 35 მილიონი ლარი თბილისის მერიას, დედაქალაქის ტრანსპორტის განვითარებისთვის სჭირდება.

"უნდა შევიძინოთ 100 ახალი ავტობუსი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის, რომელიც 2018 წელს უნდა შემოვიყვანოთ და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურება. ბიუჯეტი 861 მილიონი ლარით იყო დამტკიცებული, მაგრამ გუშინ საკრებულოში კორექტირებული ბიუჯეტი წარვადგინეთ, რომლის რაოდენობა დაახლოებით 35 მილიონი ლარითაა გაზრდილი. რაც გამომდინარეობს დამატებითი შემოსული თანხებით საშემოსავლო ნაწილში და გარკვეული ეკონომიის ხარჯზეა გაზრდილი ბიუჯეტი. ეს მზარდი ნაწილი საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას მოხმარდება, ხოლო ყველაზე დიდი ნაწილი ტრანსპორტის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

58 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237