სააკაშვილი: მე დავბრუნდები უკრაინაში, საქართველოშიც და დამთავრდება ოლიგარქების ბატონობა

სააკაშვილი: მე დავბრუნდები უკრაინაში, საქართველოშიც და დამთავრდება ოლიგარქების ბატონობა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკშვილი უკრაინასა და საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

სააკაშვილი აქვე ამბობს, რომ ორივე ქვეყანაში მისი დაბრუნდების შემდეგ „ოლიგარქების ბატონობა ბევრად უფრო ჩქარა დამთავრდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“. 

„ეს არის ძალიან ძირმომპალი და ორივე შემთხვევაში დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელიც მოაჯდა ამ ჩვენ ორ ქვეყანას, მაგრამ მინიმუმ უკრაინის შემთხვევაში შემიძლია ზუსტად გითხრათ, და ამასვე ვგრძნობ საქართველოში, ხალხი ძალიან დაიღალა უპერპსექტივობით, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ტოვებს ქვეყანას, ვინც უკვე ჩამოუშვა ხელი და შეეგუა იმას, რომ საქართველოში არაფერი აღარ შეიცვლება, უკრაინასაც იგივე ეხება.

საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში , 1 წლის გამოკლებით, 2008 წლის ომის შემდგომი წლის , ჩვენ გვქონდა პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი. ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ ივანიშვილის დროს საქართველო დატოვა 700 000-მა ადამიანმა, ზუსტად იგივე ხდება უკრაინაში. ყოველ წელს მილიონზე მეტი უკრაინელი გადის უკრაინიდან, საქართველოში უფრო მეტი მიგრაციაა, ვიდრე უკრაინაში, ორივე ქვეყანა კარგავს მოსახლეობას, იცლება სისხლისგან, და კარგავს ეკონომკურ პერსპექტივას, არ არის ეკონომიკური ზრდა. ამ პირობებში საჭიროა ორივე ქვეყანაში დაბრუნება და საჭიროა სიტუაციის შეცვლა ორივე ქვეყანაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“. 

ჟურნალისტის კითხვაზე, მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და უკრაინის მოქალაქეობაც გააუქმეს, როგორია მისი სტატუსი ამ დროისათვის, სააკაშვილმა უპასუხა: „რა სტატუსი უნდა მქონდეს, რუსეთმა რომ დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, რამე სტატუსი ჰქონდა? ამას წინათ თქვენმა ჟურნალისტმა მკითხა, რომ ვინ ვარ, ქართველი თუ უკრაინელი პოლიტიკოსი, ვუთხარი, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი ჯერ ერთი, და როცა რუსეთი იპყრობდა ჩვენს ტერიტორიებს, საზღვრებს სცემდა პატივს თუ სტატუს? თავისუფლების იდეას არ აქვს საზღვრები და თავისუფლებისთვის ბრძოლას არ აქვს საზღვრები. თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინაში ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში, თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში, ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლას უკრაინაში. ორივეგან ჩვენ გვებრძვიან ბნელეთის მოციქულები, ბნელეთის ძალები, ორივეგან ჩვენ ვცილობთ, რომ მინიმუმ იმ საწყის პოზიციას მაინც დავუბრუნდეთ, ყოველშემთხვევაში საქართველოში, უკრაინაში საწყისი პოზიციები არ იყო, საიდანაც დავიწყეთ... რა შუაშია ის, რომ ოლიგარქებმა შექმნეს რაღაც რეალობა, ჩამომართვეს მოქალაქეობა, მომისაჯეს რაღაც, ვის აინტერესებს მათი მისჯა ან მოქალაქეობის ჩამორთმევა? ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე, ამის უკან არაფერი დგას, გარდა იურიდიული მანიპულაციებისა, სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვართ მართლები და ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ჩვენი გზა არის საქართველოს და უკრაინის თავისუფლება“. 

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

"მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის დადების დასრულების შემდეგ.  შეგახსენებთ, დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237