ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიაში თანამშრომლების გადაცდომა პასუხგაუცემელი არ დარჩება

ირაკლი ხმალაძე: თბილისის მერიაში თანამშრომლების გადაცდომა პასუხგაუცემელი არ დარჩება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ, დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულ 2 თანამშრომელთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და განაცხადა: 

„თბილისის მერის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ერთადერთი მინდა ვთქვა, რომ ტყუილად არ ვაფრთხილებთ ჩვენ თანამშრომლებს, რომ გადადგომას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. გადაცდომა პასუხგაუცემელი არ დარჩება ჩვენს მიერ. 

საუბარია კეთილმოწყობის 1 თანამშრომელზე და არქიტექტურის 1 თანამშრომელზე, რომლებიც მოქმედებდნენ მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ წარმოებაში მიკერძოებულად და იღებდნენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

57 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237