ჰაწვალისა და თეთნულდის ახალი საბაგირო გზა - ფოტორეპორტაჟი სვანეთიდან

ჰაწვალისა და თეთნულდის ახალი საბაგირო გზა - ფოტორეპორტაჟი სვანეთიდან

  • iRegions.Ge
  • 14 თებერვალი, 2018
  • 07:28
  • ადმინისტრატორი

საქართველოში, ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იქ სადაც მე-12 მე-13 საუკუნის სვანური კოშკების სპაა, ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაწვალი და თეთნულდი გაიხსნა, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მდებარეობს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიაში მედიისთვის #გაიცანისაქართველოს ფარგლებში ტური გამართა, რაც შიდა ტურიზმის განვითარებას ემსახურება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც რეკორდულ დროში დასრულდა. საბაგირომ ფუნქციონირება 2017 წლის 23 დეკემბერიდან დაიწყო.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. ახალი საბაგირო დამსვენებლებს საშუალებას აძლევს 4 წუთში ავიდნენ კურორტზე.

თეთნულდზე კი 5 საბაგირო და 30- კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. 

ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა ჭიათურაში საველმოქმედო კონცერტი ჩაატარა

ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა ჭიათურაში საველმოქმედო კონცერტი ჩაატარა

4 საათის წინ

ცნობილმა მევიოლინემ ,გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტმა მუსიკოსმა ბელა ბერკემერ-მახარაძემ ჭიათურელი მსმენელისათვის კონცერტი ჩაატარა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბელა ბერკემერ-მახარაძის და უვე ბერკემერის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072