მიხეილ სააკაშვილი: ძალიან კარგად ვარ, პოლონელები თბილად მიღებენ

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან კარგად ვარ, პოლონელები თბილად მიღებენ

„კარგად ვარ ძალიან, ძალიან თბილად მიღებენ პოლონელები", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

სააკაშვილი აქვე დასძენს, რომ პოლონეთის პოლიცია, უკრაინის პოლიციისგან განსხვავებით მას იცავს. 

"დავისვენე, რადგან მრავალი თვე ჩემი ცხოვრება კიევში, ეს იყო მუდმივი თვალთვალი, პროვოკაციები, თავდასხმები, ციხე, უაზრო სასამართლოები და დაკითხვები. ახლა ვარ თავისუფალ ქვეყანაში, თავისუფალ ქალაქში, ძალიან კეთილგანწყობილი მთავრობის პირობებში, ჩემი მეგობრების მთავრობაა და ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია, თუმცა, ხალხის კეთილგანწყობა უკრაინაშიც არ მაკლდა. მაგამ პოლონეთის პოლიცია, უკრაინის პოლიციისგან განსხვავებით მიცავს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

ცნობისთვის, 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს, პოლონეთმა ის რეადმისიით მიიღო. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ვარშავაში იმყოფება. 

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

19 წუთის წინ

"ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ ჩემი ცხოვრების 80 წელიწადი, თვალის ერთი დახამხამებით შესაძლოა დაანგრიოს მასმედიამ. აგრეთვე მინდა გულახდილი ვიყო: ქალებისთვის სახიფათო სამუშაო გარემო არ შემიქმნია, მე მათ თავს არ დავსხმივარ. მათთვის, სექსის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237