კალაძემ მეტრო "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო მერიის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა

კალაძემ მეტრო "ვარკეთილში" მომხდარი შემთხვევის გამო მერიის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა

თბილისის მერმა კახა კალაძემ სატრნასპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს მამუკა კობახიძეს, იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება დაავალა, რომლებიც მეტროსადგურ "ვარკეთილში" სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერში უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას.

"ცოტა ხნის წინ "ვარკეთილის" მეტროში ადგილი ჰქონდა სამწუხარო ფაქტს, იცით, რომ ჭერი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაშავდნენ. ამ ეტაპზე შესწავლილი იქნა არსებული გარემოებები და აშკარაა ის, რომ იყო ხარვეზები სამუშაოს შესრულების დროს დაწყებული საპროექტო სამუშოაების შესყიდვებიდან დამთავრებული სამშენებლო სამუაშოების პროცესით, კერძოდ, საპროექტო სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა ტექნიკური ექსპერტიზის გარეშე, როდესაც ამის აუცილებლობა იყო მოთხოვნილი.

ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება, მანამდე მინდა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს დავავალო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართულნი. არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ხარისხს. 2 კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოედგინათ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ. დღეს უკვე შემუშავებულია კონცეფცია და მინდა სხდომის შემდეგ ეს გავაცნოთ მოსახლეობას. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებელი ხდება და შემდეგ როცა ხელშეკრულება გაფორმდება განხორციელდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და მისი დაპროექტების და შემდეგ შესრულების ეტაპზე. არცერთ საპროექტო დოკუმანტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე ვიდრე არ განხორცილდება ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი შემოწმება. ასევე,მუდმივ ზედამხედველობას განვახორციელებთ საპროექტო დავალებების შესრულებაზე. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე",- განაცხადა კალაძემ.

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

53 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237