კახა კალაძემ დღეს მერიის 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

კახა კალაძემ დღეს მერიის 2 თანამშრომელი გაათავისუფლა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის ვიცე-მერს რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება მოსხთოვა.

მიზეზად კი, კახა კალაძემ,  ინტერესტთა კონფლიქტი დაასახელა. 

"მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით. სამწუხაროდ გამოიკვეთა დარღვევები, კერძოდ ეს ეხება არქიტექტურისა და კეთილმოწყობის 2 თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობას,, კერძოდ ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. 

მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა ძალიან ცუდად ასახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე. 

მე არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. შესაბამისად, ასეთი ადამიანები , ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ  იმუშავებს. მინდა მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს მივმართო, დაამთავრონ მოკვლევა და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, ხოლო ვიცე-მერს ვავალებ, ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლდნენ თანამდებობიდან. ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ამ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები მოქალაქეების. მე მესმის, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს, თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრანდნენ და რაც შეგვეძლება მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. ის ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით გამოივეთა, კატეგორიულად მიუღებელია", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა!

ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა!

9 წუთის წინ

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი განცხადებით,  დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237