ლონდონის სასამართლომ ჟულიან ასანჟის დაკავების თაობაზე ორდერი ძალაში დატოვა

ლონდონის სასამართლომ ჟულიან ასანჟის დაკავების თაობაზე ორდერი ძალაში დატოვა

ლონდონის სასამართლომ WikiLeaks დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის დაკავების თაობაზე ორდერი ძალაში დატოვა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ერთის მხრივ, პირი სასამართლოში არ გამოჩენილა. ის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს ", - განაცხადა მოსამართლემ.

ასანჟის ადვოკატებმა დაკავების ორდერის გაუქმება მოითხოვეს, რომელიც შვედეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკავშირდება. მათ ასანჟის წინააღმდეგ საქმე აღძრეს, რომელიც 2010 წელს გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი.

ამა წლის 11 იანვარს, WikiLeaks-ის დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა მიიღო.

WikiLeaks 2006 წელს, ორგანიზაცია Sunshine Press-ის მიერ დაფუძნდა. ვებ-გვერდზე ქვეყნდება საიდუმლო, ანონიმური ინფორმაციები სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისა და სხვა უწყებების მუშაობის შესახებ. სკანდალური ინფორმაციების გავრცელების გამო, ორგანიზაციის დამფუძნებლის ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფება, მაშინ მან ეკვადორის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა. შვედეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. დავა WikiLeaks-ის შექმნას და გავრცელებულ საიდუმლო ინფორმაციას უკავშირდება.

"აშშ-ის და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, რუსი სამხედროების გაყვანაზე საუბარი არაა"

"აშშ-ის და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, რუსი სამხედროების გაყვანაზე საუბარი არაა"

20 წუთის წინ

"ამერიკისა და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობს. დღევანდელ დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელიც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ პრეზიდენტებისა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237