ხვიჩია საზმაუს: გვეუბნებით, უფასო ფეხბურთი არ გამოვაო, იმედია დახურვისკენ მიმართული ნაბიჯია!

ხვიჩია საზმაუს: გვეუბნებით, უფასო ფეხბურთი არ გამოვაო, იმედია დახურვისკენ მიმართული ნაბიჯია!

ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"საზ მაუ გვაქვს, 52 მილიონს ვიხდით და რეიტინგი არ ესინჯებათ, ჩემთვის იმ ადამიანთაგან, რომელიც რაღაცას ებღაუჭებოდნენ და ამის გაგება შემეძლო იყო ის, რომ ფეხბურთს მაინც აჩვენებენ, მართალია მანდაც სხვას უშლიდნენ ხელს, წესირად ჩვენება-გარჩევაში მაგრამ ტრანსლაცია, იქიდან მოდიოდა და ვერ აფუჭებდნენ. არგუმენტი ჰქონდათ ფეხბურთს ვუჩვენებთ უფასოდ ქართველ ხალხსო.  ახლა უფასო ფეხბურთი არ გამოვაო, მთვრალი პოეტის გინებით დაკმაყოფილდით პუბლიკაო.  იმედია დახურვისკენ მიმართული ნაბიჯია ეს", - წერს იაგო ხვიჩია Facebook-ში.

მომავალი წლის საფეხბურთო სეზონში, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უეფას ჩემპიონთა ლიგა აღარ გავა. უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი ამიერიდან "სილქ ტვ"-ის არხებზე გავა. "აიპრესს“ სილქნეტის ფეხბურთის სატელევიზიო პროექტების პროდიუსერმა, ლევან სალუქვაძემ დაუდასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, "სილქ ტვ" იქნება ერთადერთი ტელეკომპანია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების ექსკლუზიური უფლება ექნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ თინათინ ბერძენიშვილმა "აიპრესთან" აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ მაუწყებელმა ტენდერში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ დამარცხდა.

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

მანამდე, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას, შეიარაღებული ძალების 4 წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა "მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237