სააკაშვილი: გპირდებით, კისერს მოვუგრეხთ პოროშენკოს და მის ბანდას

სააკაშვილი: გპირდებით, კისერს მოვუგრეხთ პოროშენკოს და მის ბანდას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ხელისუფლებას და ოლიგარქებს "კისრის მოგრეხვით დაემუქრა. იგი პირობას დებს, რომ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად იბრძოლებს.

"მცდელობა, რომ მომიცილონ, როგორც უკრაინელი პოლიტიკოსი, განწირულია. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. რა თქმა უნდა, ქართველი ვარ. ვიბრძოლებ უკრაინის მოქალაქეობის აღსადგენად. გუშუნდელის შემდეგ ძალიან მტკივა კისერი, რადგან ყველანაირად ცდილობდნენ მოეგრიხათ. კისრის ტკივილი გამივლის, მაგრამ მათ ვპირდები, რომ უკრაინელ ხალხთან ერთად ჩვენ კისერს მოვუგრეხთ უკრაინელ ოლიგარქებს და მათ მთავრობას. გპირდებით, კისერს მოვუგრეხთ ახმეტოვს, ამ ცივსისხლიან მკვლელს, ჩვენ კისერს მოვუგრეხთ პოროშენკოს და მის ბანდას. ლუცენკო წავა იქ, საიდანაც ერთხელ უკვე გამოუშვეს. მათ ევროპა არ მიიღებს, ისინი წავლენ ციხეში. მე თქვენ ამას გპირდებით",-განაცხადა სააკაშვილმა.      

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

20 წუთის წინ

"ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ ჩემი ცხოვრების 80 წელიწადი, თვალის ერთი დახამხამებით შესაძლოა დაანგრიოს მასმედიამ. აგრეთვე მინდა გულახდილი ვიყო: ქალებისთვის სახიფათო სამუშაო გარემო არ შემიქმნია, მე მათ თავს არ დავსხმივარ. მათთვის, სექსის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237