სააკაშვილი: ლუცენკომ ულტიმატუმი წამიყენა, ან თავად წახვალ ჰოლანდიაში, ან ექსტრადირებას მოვახდენთო

სააკაშვილი: ლუცენკომ ულტიმატუმი წამიყენა, ან თავად წახვალ ჰოლანდიაში, ან ექსტრადირებას მოვახდენთო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს სისხლის სამართლის დამნაშავე უწოდა. როგორც მან დღეს ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოროშენკოს მისი ძალიან ეშინია.   

"თუ ადამიანს სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებენ, მას ქვეყნიდან არ აძევებენ. მინდა ვკითხო ლუცენკოს, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომელმაც ჩემს გამოძევებაზე პასუხისმგებლობა მოიხნა. რამდენიმე დღის წინ საჯარო ულტიმატუმი წამიყენა, ან თავად წახვალ ჰოლანდიაში, ან საქართველოში შენს ექსტრადირებას მოვახდენთო. როგორ წარვდგები ახლა სასამართლოს წინაშე, როგორ მოვხვდები უკრაინის სასამართლოში ახლა, თუ ძებნას გამოაცხადებთ ჩემზე, რა ბედი ელის ამ შეთითხნილ საქმეს.

ჩემი უკრაინიდან ფიზიკურად გაძევებით პოროშენკო ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპონენტი მოიშორა, რომლისაც ძალიან ეშინია. ჩემი რომ ეშინია, ამის ფაქტები საკმარისზე მეტია. ეშინიათ იმიტომ, რომ ჩემი ყიდვა არ შეიძლება",-განაცხადა სააკაშვილმა.  

"აშშ-ის და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, რუსი სამხედროების გაყვანაზე საუბარი არაა"

"აშშ-ის და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, რუსი სამხედროების გაყვანაზე საუბარი არაა"

16 წუთის წინ

"ამერიკისა და საქართველოს გაუგებარი სურვილის გამო, სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ არანაირი დიალოგი არ მიმდინარეობს. დღევანდელ დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელიც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ პრეზიდენტებისა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237