სააკაშვილი: უკრაინიდან მაშინ გამაძევეს, როდესაც ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება მქონდა

სააკაშვილი: უკრაინიდან მაშინ გამაძევეს, როდესაც ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება მქონდა

"უკრაინიდან მაშინ გამაძევეს, როდესაც ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება მქონდა",-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ სურს უკრაინაში გაასამართლონ. 

"გუშინ მეგობრებთან ერთად კაფეში ვიყავი. ახალი ფილმის პრემიერაზე ვსაუბრობდით, როდესაც სპეცრაზმელები შემოიჭრნენ, ძალის გამოყენებით გამომიყვანეს, ჩამსვეს თვითმფრინავში და კიევის თავზე კარგა ხანს ვიფრინეთ. ამის შემდეგ ბორისპოლის აეროპორტში მიმიყვანეს და წამიკითხეს ე.წ დადგენილება რეადმისიის შესახებ. ამის გაკეთებას ისინი 4 დღის წინაც შეეცადნენ. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ ეს მომეჩვენა და შიშები მქონდა. გუშინ კი საბოლოოდ გამოჩნდა, რისი გაკეთებაც სურდათ.

უკრაინიდან გამაძევეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ცხოვრების კანონიერი უფლება მქონდა. ამით პოროშენკომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩემი ეშინია. არა იმიტომ, რომ ფული მაქვს ან არმია მყავს, არამედ იმიტომ, რომ კორუფციას არასდროს შევეგუები. თუ ბრალდებებს მიყენებენ, წამიყვანონ უკრაინაში და გამასამართლონ. ამისთვის მზად ვარ. მაინტერესებს, რა პასუხს გამცემენ ამაზე უდიპლომო პროკურორები.

მე ვარ და დავრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. აუცილებლად დავიბრუნებ მოქალაქეობას და უკრაინაში დავბრუნდები. ჩვენ კისერს მოვუგრეხთ ამხეტოვს, პოროშენკოს, ლუცენკოს და მათ ბანდებს.ოლიგარქებს კი ხელისუფლებას ჩამოვაშორებთ",-განაცხადა სააკაშვილმა.

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

27 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237