ტარიელ ხეჩიკაშვილი: ვისაც შეკითხვებით მიმართე, ის გაგცემს პასუხს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ვისაც შეკითხვებით მიმართე, ის გაგცემს პასუხს

  • სპორტი
  • 13 თებერვალი, 2018
  • 17:27
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის პოსტთან დაკავშირებით „აიპრესის“ შეკითხვებს თავს არიდებს და აცხადებს, რომ პასუხი მათ გაგვცენ, ვისაც შეკითხვებით მივმართეთ.

„ახლა არ მცალია. ერთი დღეა, დაბადების დღე მაქვს და მეც მაქვს უფლება. შეკითხვებით ვისაც მიმართე, ის გაგცემს პასუხს. ახლა მე სტუმრებთან ერთად ვარ და არ მცალია", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

„აიპრესი“ ტარიელ ხეჩიკაშვილს ფეხბურთის განვითარების ფონდთან დაკავშირებით დაუკავშირდა, რათა მისგან მოესმინა პასუხი, თუ რატომ იკავებს დღემდე ფონდის გამგეობს თავმჯდომარის პოსტს, თუმცა, ექსმინისტრმა პასუხების გაცემა არ ისურვა.

ამ თემაზე, ვრცელი მასალა შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: რატომ განაგებს უფლებამოსილება შეჩერებული ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის განვითარების ფონდს?!

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

36 წუთის წინ

ბაშოზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ გუშინწინდელ შეხვედრაში მეტად დასანანი მარცხის და მიღებული ტრავმის გამო , გუშინ მონღოლ კაკარიუსთან შეხვედრაში, ბუნებრივია სრული ძალით ვერ იბრძოდა, თუმცა ... რომ არა კაკარიუს მავაშის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237