რომან ფიფიას 100 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ვალის დაფარვას თხოვენ

რომან ფიფიას 100 მილიონ აშშ დოლარის ოდენობის ვალის დაფარვას თხოვენ

როგორც ცნობილი გახდა, East West United Bank-ი (АФК "Система"-ს შვილობილ ბანკი) Loyal Capital Group-ს, რომელიც ქართველ ბიზნესმენ რომან ფიფიას ეკუთვნის, 93,6 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის გამო ედავება.

თვითონ Loyal Capital კი 388 მილიონ აშშ დოლარის რაოდენობის დანაკარგის ანაზღაურებას მოითხოვს АФК "Система"-სგან იმ ქმედებებისთვის, რომელთა გამოც მათ "რუსთავის აზოტი" დაკარგეს. ლუქსემბურგის სასამართლომ Loyal Capital-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ "გაზეთი კომერსანტი" წერს.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, East West United Bank (EWUB, АФК-ს შვილობილი ბანკი) Loyal Capital-სგან 93,6 მილიონ აშშ დოლარს 2016 წლის 12 აგვისტოდან მოყოლებული კრედიტისა და პროცენტის საფუძველზე მოითხოვს, ხოლო Loyal Capital და კვიპროსის Mathade Ltd (მისი მფლობელია რომან ფიფია, "რუსთავის აზოტის" 10%-ის მფლობელი) EWUB-სგან, Sistema Holding-ისა და АФК "Система"-სგან 388 მილიონი აშშ დოლარის დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს.

EWUB-ის მოთხოვნები კრედიტს უკავშირდება, რომელიც Loyal Capital-ის სასარგებლოდ 2014 წელს გაიცა. თანხის დაბრუნების ვადა კი 2016 წლის 12 აგვისტოს ამოიწურა. მოვალემ კრედიტის დაბრუნება ამონიუმის ნიტრატზე ფასების დაცემის გამო ვერ მოახერხა და Loyal Capital-მა, EWUB-ისა და საქართველოს ბანკის წინაშე ვალის რესტრუქტურიზაციისთვის გამოსავლის ძებნა დაიწყო. საქართველოს ბანკმა 2011 წელს Agrochim-სა და "რუსთავის აზოტს", ქარხნის ქონების ჩადების შედეგად 100 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო. 2016 წლის ზაფხულში რომან ფიფიას კომპანიები კრედიტთან დაკავშირებით ЕБРР-თან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა უშედეგოდ.

EWUB-მა ვალის დაბრუნება მოითხოვა, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში სარჩელი შეიტანა. სასამართლოში Loyal Capital ამტკიცებდა, რომ ЕБРР-თან მოლაპარაკებების ჩაშლაში ბრალი EWUB-სა და АФК-საც მიუძღვოდა, რომლებმაც კრედიტის დაბრუნება მოითხოვეს. ხოლო EWUB-მა საბანკო საიდუმლო გასცა, როდესაც საქართველოს ბანკს კრედიტის გამო საჩივრის შეტანის შესახებ აცნობა. ამის შედეგად კი, Loyal Capital-ის აზრით, ბანკმა ქარხნის ქონების გაყიდვის პროცესი დააჩქარა.

ლუქსემბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ EWUB-ის კრედიტისა და ვალის შესახებ საქართველოს ბანკს თავად Loyal Capital-მა აცნობა და რომ ეს საიდუმლოს არ წარმოადგენდა. გარდა ამისა, სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ 2016 წლის მარტში Loyal Capital-მა დივიდენდებს 24 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა. სასამართლომ EWUB გაამართლა, ხოლო Loyal Capital-ისა და Mathade Ltd-ის სარჩელი - არა (გასაჩივრებას ექვემდებარება). სააპელაციო სასამართლოში საქმის მოსმენა ჯერ არ დაწყებულა.

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

34 წუთის წინ

ბაშოზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ გუშინწინდელ შეხვედრაში მეტად დასანანი მარცხის და მიღებული ტრავმის გამო , გუშინ მონღოლ კაკარიუსთან შეხვედრაში, ბუნებრივია სრული ძალით ვერ იბრძოდა, თუმცა ... რომ არა კაკარიუს მავაშის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237