იზორია სააკაშვილზე: როდესაც დანაშაულის ფაქტები არსებობს, ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს

იზორია სააკაშვილზე: როდესაც დანაშაულის ფაქტები არსებობს, ამაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს

"კანონის წინაშე, მათ შორის პრეზიდენტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, თანაწორია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც დანაშაულის ფაქტები არსებობს, ამაზე კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. 

"როდესაც აღნიშნული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და ის გამყარებულია მტკიცებულებებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ასეთი მაგალითებით უფრო მტკიცდება", - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

შეგახსენებთ, უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს და რეადმისიის საშუალებით პოლონეთში გადაიყვანეს. 

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237