სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

სიღნაღში, სოფელ ბოდბისხევში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბოდბისხევში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი წნორის „არიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სმინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძმე დაზიანება გამოიწვია.

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

59 წუთის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237