დაუბრუნდება "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს - აღმასკომი პასუხს ხვალ იტყვის

დაუბრუნდება "ზესტაფონი" ქართულ ფეხბურთს - აღმასკომი პასუხს ხვალ იტყვის

  • სპორტი
  • 13 თებერვალი, 2018
  • 14:18
  • მაგდა კლდიაშვილი

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ხვალ, დილით, 11 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი შეიკრიბება და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" საბოლოო პასუხს ეტყვის, დაბრუნდება თუ არა იმერული კლუბი ქართულ ფეხბურთში. 

რამდენიმე დღის წინ, "ზესტაფონმა" სფფ-ს წერილი მისწერა, სადაც ითხოვდა, რომ რეგიონალ ლიგაში, გამონაკლისის წესით დაეშვა გუნდი, რადგან იქ "ლოკომოტივი 2'-მა უარი განაცხადა მონაწილეობაზე და 40 გუნდის ნაცვლად, ახლა 39 კლუბია რეგისტრირებული.

"აიპრესის" ინფორმაციითვე, ამ დრომდე, სფფ-ს "ზესტაფონისთვის" პასუხი არ დაუბრუნებია და არც აღმასკომის სხდომის ჩანიშვნის შესახებ მიუწოდებიათ ინფორმაცია, შესაბამისად, იმერული კლუბის წარმომადგენელი ამ შეხვედრას არ დაესწრება.

ბოლო აღმასკომის სხდომაზე, სადაც "ზესტაფონის" ეროვნულ ლიგა 2-ში დაბრუნების საკითხი უნდა განეხილათ, გუნდის მფლობელი, ილია კოკაია არ გამოცხადდა, იურისტი კი სხდომაზე არ დაუშვეს, შესაბამისად, არც საკითხი განხილულა.

მოგვიანებით, სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ილია კოკაია ღიად დაადანაშაულა, რომ მას არ სურს ქართულ ფეხბურთში დაბრუნება, ილია კოკაიამ კი კობიაშვილს ღია ეთერით უპასუხა და განმარტა, რომ არსებულ სიტუაციაში და რეალობაში, მას მართლაც არ სურს ქართულ ფეხბურთში დაბრუნება.

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

11 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167