ილიას ზუროსი: იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ

ილიას ზუროსი: იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ

  • სპორტი
  • 13 თებერვალი, 2018
  • 13:15
  • მაგდა კლდიაშვილი

"თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ იმ რესურსით, რომელიც საკვალიფიკაციო ტურნირის სტარტზე გვქონდა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძნელია, როდესაც ახალი კალათბურთელების მოსამზადებლად საკმარისი დრო არ გაქვს, მაღალი შედეგებისთვის იბრძოლო. სეზონი იმ მოთაშეებთან ერთად გავხსენით, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში არასდროს ეთამაშათ", - ამ განცხადებას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების თავკაცი, ილიას ზუროსი, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდთან ინტერვიუში აკეთებს. 

საქართველოს ნაკრებს სოლიდური დანაკლისი აქვს. ფიბასა და ევროლიგას დაულაგებლობის გამო ნაკრებში წამოსვლას ვერ ახერხებს ბასკონიელი თორნიკე შენგელია, ხოლო უნიკახელი გიორგი შერმადინის ნაკრებში თამაშის შანსი მიზერულია. გიორგის გუნდს 22 თებერვალს ესპანეთში თამაში ელის. ტრავმები ცალკე თემაა და ამ მიზეზით ქართველებს დუდა სანაძე ხომ დააკლდებათ და დიდი შანსია, ვერ ითამაშონ ვერც მანუჩარ მარკოიშვილმა და ვერც გიორგი ცინცაძემ.

ზუროსი იმედოვნებს, რომ ნაკრების კალათბურთელებს საკმარისი დრო აქვთ თამაში გაიუმჯობესონ და ნაკრებისთვის უფრო სასარგებლოები გახდნენ.

"კარგი ისაა, რომ ამ მატჩებში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა. თავი გამოიჩინეს ახალგაზრდებმაც, რომელთაც გუნდში დებიუტი ჰქონდათ ანაც მანამდე ძალიან მცირე დრო ეძლეოდათ. ამ ბიჭებს საკმარისი დრო აქვთ, რათა თამაში გააუმჯობესონ და ნაკრებისთვის უფრო სარგებლიანები გახდნენ.  ჩვენთვის ყველაზე მძიმე ავსტრიასთან შეხვედრაა. ვიცით, რომ ჯგუფში 1 გუნდი რჩება და მჯერა, რომ საქართველო აუტსაიდერობას არ იმსახურებს. ცუდი ისაა, რომ ტრავმების გამო ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლია. გერმანიასთან მატჩზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელსაც კვალიფიციური მოთამაშეები არ აკლია. თუნდაც, მიუნხენის “ბაიერნის” კალათბურთელები ავიღოთ… და მაინც, მთავარი ავსტრიაა. უმთავრესი მიზანი მათთან გამარჯვებაა", - განაცხადა ზუროსმა.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები  22 თებერვალს, ავსტრიაში ჩაატარებს, 25 თებერვალს კი, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებს.

მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. 


 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237