ლევან იზორია: ჩვენი ქალი გენერალი არაფრით ჩამოუვარდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ქალ გენერლებს

ლევან იზორია: ჩვენი ქალი გენერალი არაფრით ჩამოუვარდება ნატო-ს წევრი ქვეყნების ქალ გენერლებს

"თავდაცვის უწყებაში პირველად გვყავს ქალი გენერალი, ესეც იმ პოლიტიკის ნაწილია, რასაც ჰქვია გენდერული თანასწორობა", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში თავდავისა და უშიშროების კომიტეტზე განაცხადა, სადაც ის მოხსენებით წარსდგა.

მინისტრმა აქვე დასძინა, რომ საქართველოს ქალი გენერალი, თავისი ღირსებებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების ქალ გენერლებს არ ჩამოუვარდება. 

"მე როდესაც გავეცანი ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის ქალბატონ გენერლებს, მაშინვე გამიჩნდა კითხვის ნიშნანი, რატომ არ უნდა გვყავდეს ჩვენ ქალი გენერალი", - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

მისი თქმით, საქართველოში ბევრ ახალგაზრდა ქალს აქვს ამბიცია, იყოს სამხედრო სფეროში გენერალი. 

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237