იზორია: შეიარაღებული ძალები ისე უნდა გავაძლიეროთ, აგრესორს თავდასხმის სურვილი არ გაუჩნდეს

იზორია: შეიარაღებული ძალები ისე უნდა გავაძლიეროთ, აგრესორს თავდასხმის სურვილი არ გაუჩნდეს

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადები, შეიარაღებული ძალები იმდენად უნდა გაძლიერდეს, რომ აგრესორს თავდასხმის სურვილი არ გაუჩნდეს.

"როცა ვამბობ, რომ იყოს ძლიერი შამაკავებელი ფაქტორი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თუ ვყიდულობთ იარაღს, ვამზადებთ სამხედროებს, თუ გვაქვს ისეთი ტექნიკა, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს აგრესორს, ბუნებრივია მან უნდა იფიქროს იმაზე, ღირს კი ასეთი აგრესიის განხორციელება? ანუ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ემსახურება ერთდერთ მიზანს, რომ მათ შორის აღქმის თვალსაზირისით აგრესორისთვის, ჩვენ ვიყოთ იმდენად ძლიერი, რომ მას ჰონდეს შეკავების საფუძველი, ეს საფუძველი ჩვენთვითონ უნდა შევქმნათ", - აღნიშნა ლევან იზორიამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე. 

ამასთან, მისი თქმით, ომის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმა.

"ეს გეგმა საიდუმლოა, ძალიან დიდი მუშაობის შედეგია, მათ შორის ჩვენი ექსპერტების ჩართვით, რომელიც გულისხმობს, უკვე ომის შემთხვევაში თითოეული დანაყოფი რას აკეთებს, არა მხოლდ თავდაცვის უწყების ფარგლებში, არამედ სხვა უწყებების ჩართულობაცაა იქ, განსაკუთრებით ძალოვანი უწყებების, განსაზღვრულია ცალკეული ფაზები, ოღონდ იქ უკვე მიზანი სხვაა, რაც შეიძლება მეტად შეაყოვნო თავმდამსხელი თავდასხმის შემთხვევაში, მიაყენო ჭარბი ზიანი და შეაჩერო აგრესია. სწორედ ამ ამოცანის განსახორციელებლად გაწერილია ამ ოთხტომეულში კონკრეტულად თითოეული ჯარისკაცის , ოფიცრის მყისიერი რეაგირების ფორმა რა იქნება ომის შემთხვევაში", - განაცხადა ლევან იზორიამ. 

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237