კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე თეძამის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება

კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე თეძამის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება

კასპის კულტურის ცენტრში, კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. შპს „საქართველოს მელიორაცია“, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავს მდინარე თეძამის სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას. 

წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3, საიდანაც 10,0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობაა. პროქტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სარწყავი წყლის გარანტირებული მიწოდება 2 558 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. ჰიდროკვანძის მოწყობა დაგეგმილია სოფელ ჩაჩუბეთსა და სოფელ რკონს შორის შერჩეულ ტერიტორიაზე, ჩაჩუბეთიდან დაახლოებით 2.1 კმ–ის დაცილებით.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის დეტალური პროექტი მომზადებულია უკრაინული კომპანია ПАО „Укрводпроект“- ის მიერ, ხოლო გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია შპს „გამა კონსალტინგი“-ს მიერ, რომლის წარმომადგენელმა დეტალურად წარმოადგინა ანგარიში. ანგარიშის მომზადების პროცესში შპს „გამა კონსალტინგი“-ს სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები. "აღნიშნული პროექტის ანგარიშის მომზადების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.

შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს , რომელიც საქართველოს პარლამენტში კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით გაიმართა შპს „გამა კონსალტინგი“ ს წარმომადგენელმა უპასუხა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 
 

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237