ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები მორიგეობით სარგებლობენ მანქანებით

ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები მორიგეობით სარგებლობენ მანქანებით

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, უწყებაში 50 ავტომანქანა მორიგე ავტოპარკზე გადაიყვანეს.

"ანუ თუ ინდივიდუალურად სარგებლობდა თანამდებობის პირი ამ მანქანებით, უკვე მათ მორიგეობით შეუძლიათ ისარგებლონ ამ ავტოპარკით", - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

ამასთან, მისი თქმით, 2012 წელს უწყებამ საწვავში 38 მილიონი დახარჯა, 2017 წელს კი 9 მილიონი. 

"ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც თანხების რაციონალურ განაწილებას და მის რაციონალურ მიმართვას ითვალისწინებს", - განაცხადა ლევან იზორიამ პარლამენტში. 

ცნობისთვის, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მოხსენებით გამოდის.  

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237